ს ო ც ი ა ლ უ რ ი პ რ ო ე ქ ტ ი
სახელი
და გვარი
|
არსენა უგრეხელიძე
|
სკოლა
|
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო
სკოლა
|
მუნიციპალიტეტი
|
ცაგერი
|
სოფელი
|
ოყურეში
|
პროექტის მონაწილენი: IX, X, XI კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, სკოლის დირექცია,
ადგილობრივი თვითმმართველობა, თემი.
დასაწყისი: 2019 წლის მარტი.
დასასრული: 2019 წლის აპრილი.
თემის მონახაზი
თემის დასახელება
|
სოციალური პროექტი - „გავუთბოთ
ერთმანეთს გულები“
|
თემის შინაარსი
|
წარმოდგენილი სოციალური პროექტი უკავშირდება რეალურ
ცხოვრებას, დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ აქტიური მოქალაქის თვისებები, გააცნობიერონ
თავიანთი როლი და წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი
თანადგომა, სითბო და სიყვარული სჭირდებათ; მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ უჭირთ
უნარშეზღუდულ (ეტლს მიჯაჭვულ) ადამიანებს საზოგადოების მიღმა ყოფნა და გაუჩნდეთ მათი
დახმარების სურვილი. ეს ადამიანები, ერთ დროს ჯან-ღონით სავსენი, ახლა ქუჩას გაჰყურებენ
და ელოდებიან, ვინ შეაღებს კარებს, რომ მათი საშუალებით გაიგონ, როგორ დუღს სიცოცხლე
კარის ზღურბლს მიღმა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ჩვენი სოფლის
უნარშეზღუდული ადამიანების პრობლემების სწორად გააზრება. იზრუნონ მათ სოციალიზაციასა
და საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე, გაულამაზონ ერთი დღე, გაუთბონ გულები და აგრძნობინონ,
რომ მარტონი არ არიან.
გასულ წლებში წარმატებით ვახორციელებდით მსგავს პროექტებს
და ბავშვებს იმდენად ახარებთ ის ფაქტი, რომ ადამიანების თანადგომა და დახმარება შეუძლიათ,
ამ შემთხვევაში თვითონ გახდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელების ინიციატორები.
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს მიეცემათ
საშუალება მოახდინონ საკუთარი ცოდნის, ნიჭის, უნარის რეალიზება, მიიღონ ცხოვრებისეული
გამოცდილება და იღვაწონ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვა ადამიანების კეთილდღეობისათვის.
|
რესურსები
|
ადამიანური:
·
IX,
X, XI კლასის
მოსწავლეები.
·
მათემატიკის მასწავლებელი.
·
დირექცია.
·
მშობლები.
·
შეფასების ჯგუფის წევრები.
სხვა:
·
ფილფჩარტი.
·
თაბახის ფურცლები.
·
მარკერები.
·
ფოტოკამერა.
·
კომპიუტერი.
·
პროექტორი.
·
ლაზერული დისკი.
·
პრინტერი.
·
ანკეტური გამოკითხვის შაბლონები.
·
სამახსოვრო ბუკლეტები.
·
პროგრამული უზრუნველყოფა, ფოტოსურათების დამუშავება.
·
ინტერნეტ რესურსები, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტის
მიზნების მიღწევას.
საჭირო მასალები:
·
ჟურნალ-გაზეთები.
·
ნერგები.
·
სამახსოვრო სუვენირები.
·
ფინჯნები წარწერით „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“.
·
ტკბილეული.
|
პროექტის მიზანი
|
·
მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
·
ადამიანური ღირსების არსის გაანალიზების უნარის გამომუშავება.
·
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება - გახდნენ აქტიური
მოქალაქეები და იზრუნონ სხვებზე.
|
განსახორციელებელი
ამოცანები
|
·
მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ადამიანებს სჭირდებათ
არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური თანადგომა. მათ შეუძლიათ კეთილი საქმის კეთება,
·
საინფორმაციო ჯგუფების შექმნა.
·
დაფინანსების წყაროების მოპოვება.
·
ინფორმაციის მიწოდება კლასებისათვის.
·
შეხვედრები პედაგოგებთან, დირექციასთან, მშობლებთან.
·
დასახმარებელ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება
-დახარისხება ისე, რომ არ შელახონ არავის ღირსება.
·
ნერგების მოძიება.
·
სუვენირებისა და ტკბილეულის შეძენა.
·
ჟურნალ-გაზეთების შეძენა.
·
სამახსოვრო ბუკლეტების დამზადება.
·
ბენეფიციარებთან შეხვედრა.
·
ბლოგზე ატვირთვა.
|
განსახორციელებელი
პროცედურები
|
პირველი
კვირა
·
პროექტის მიზნის გაცნობა.
·
საინიციატივო ჯგუფის არჩევა.
·
სამოქმედო გეგმის შემუშავება.
·
ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება (მარკეტინგის ჯგუფი,
კვლევის ჯგუფი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი, პიარის ჯგუფი ).
·
ფოკუს-ჯგუფების შექმნა.
მეორე კვირა
·
შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, დირექციასათან.
·
თანადამფინანსებლის მოძიება და კომუნიკაცია.
·
შეფასების კრიტერიუმების შემუშავება ბენეფიციართა
გამოსავლენად.
მესამე კვირა
·
საჭირო რესურსების შეძენა - დახარისხება:
ü ნერგების
მოძიება.
ü ფინჯანი
წარწერით: „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“
ü ჟურნალ-გაზეთების
შეძენა.
ü სამახსოვრო
სუვენირებისა და ნობათის შეძენა.
ü სამახსოვრო
ბუკლეტების დამზადება.
მეოთხე კვირა
·
პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია:
ü შეხვედრა
ბენეფიციარებთან.
ü ჟურნალ-გაზეთების,
ტკბილეულის, საჩუქრებისა და სამახსოვრო ბუკლეტების გადაცემა.
ü ნერგების
დარგვა.
ü სამახსოვრო
ფოტოების გადაღება.
ü ბლოგზე
ატვირთვა.
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
·
მოსწავლეთა
საზოგადოებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
·
ურთიერთდახმარებისა და თანადგომის სურვილის უნარის
გამომუშავება.
|
მ ო ნ ი ტ ო რ ი ნ გ
ი
პროექტის მონიტორინგი
|
ვის
მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური მონიტორინგი
|
ფოკუს ჯგუფების მიერ.
|
პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში.
|
რამდენად რეველანტურია დავალებები და მოძიებული ინფორმაცია.
|
მეორე შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებლები, მოსწავლეები.
|
მესამე კვირა.
|
რამდენად შეესაბამება გეგმა დასახულ მიზანს.
|
მესამე შუალედური მონიტორინგი
|
მშობლები, მოსწავლეები.
|
მეოთხე კვირა.
|
რამდენად ეფექტურია არჩეული გზები მიზნის მისაღწევად.
|
საბოლოო
|
ჯგუფის წევრები.
|
პროექტის ბოლოს.
|
შეძლეს უ არა მიზნის მიღწევა.
|
საბოლოო
|
ჯგუფის წევრები.
|
პროექტის ბოლოს.
|
რეფლექსია და მუშაობის შეჯამება.
|
ბ ი უ ჯ ე ტ ი
დასახელება
|
ერთეულის ღირებულება
(ლარი)
|
რაოდენობა
(ცალი)
|
ფასი
სულ
(ლარი)
|
განმახორციელებელი
|
ფინჯანი წარწერით
|
10
|
4
|
40
|
მასწავლებლები
|
ჟურნალ-გაზეთები
|
1.5
|
4
|
6
|
მშობლები
|
სუვენირები
|
15
|
4
|
60
|
ა. უგრეხელიძე
|
სულ
|
106
|
ნერგები მოიძიეს მოსწავლეებმა და მშობლებმა.
არსენა უგრეხელიძე
მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ
ი ს რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ჩვენს დროში,
საკუთარი ყოფითი პრობლემებით დაღლილ საზოგადოებას ავიწყდება, რომ სითბოსა და სიყვარულის
გაცემა აძლიერებს და აერთიანებს ადამიანის გულებს. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა
შეგვექმნა პროექტი „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“.
ჩავთვალეთ, რომ
განსაკუთრებული სითბო და სიყვარული უნარშეზღუდულებს სჭირდებათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ
ადამიანებს კიდევ ახსოვთ და კვლავ საჭირო პიროვნებები არიან.
პროექტის მიზანი
იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ადამიანური ღირსების არსში გარკვევა და მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება - გახდნენ აქტიური მოქალაქეები და იზრუნონ სხვებზე. მიზნები იყო
ნათელი, გაზომვადი, შეესაბამებოდა პრობლემას და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
ყველა დაგეგმილი
აქტივობა იყო საინტერესო და წარმატებული. პროექტის მონაწილეები დიდი ინტერესით გულწრფელი
მონდომებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სამუშაოებს. კარგად გამომივიდა თანამშრომლობაზე
დაფუძნებული ფასილიტატორის როლი.
სოფელში გამოიკვეთა
ოთხი ეტლს მიჯაჭვული ბენეფიციარი, რომლებთანაც მივედით და განვახორციელეთ დაგეგმილი
აქტივობები. მათი სოციალიზაციის მიზნით მივუტანეთ ჟურნალ-გაზეთები, დავრგეთ მათი სახელობის
ნერგები, რათა ყურადღება გადაიტანონ ამ ნერგების
გახარებაზე და მოვლაზე; სუვენირები და წარწერიანი ფინჯნები ყოველდღიურად გაახსენებთ
მათ ჩვენს თავს და ჩვენი მათთან არ ყოფნის შემთხვევაშიც შევძლებთ მათი გულების გათბობას.
პროექტის განხორციელების
დღე იყო საოცრად ამაღელვებელი. ემოციურმა დახვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოსწავლეები არ ელოდნენ თუ ასეთი სიხარულის მინიჭებას შეძლებდნენ ადამიანებზე.
პროექტი გამოირჩეოდა
აქტიური ჩართულობით. შედეგმა ბენეფიციარების, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა
და საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია.
მუშაობის პროცესი
ჩემთვის ხალისიანი და ამაღელვებელი იყო. უფრო მეტად დავუახლოვდი ბავშვებს, მშობლებს,
ბევრი კარგი თვისება აღმოვაჩინე მათში. ამაღლდა ურთიერთნდობა და პატივისცემა. სოფლის
მოსახლეობა გვაქებდა ამ კეთილი საქმის მოფიქრებისთვის. ერთი სიტყვით ჩვენი საქციელით
ვაჩვენეთ ყველას, რომ არც ისე ძნელია გავუღიმოთ ერთმანეთს, სითბო და სიყვარული ვაჩუქოთ.
მომავალში გავააქტიურებთ
თანამშრომლობას კათედრებთან. შევეცდები მომავალში მაინც ჩავრთო სამუშაო პროცესში სოფლის
თვითმმართველობა.
არსენა უგრეხელიძე
ნანული გოლეთიანი
მ შ
ო ბ ლ ი ს რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ჩემი შვილი, ანა მუშკუდიანი, მე-9 კლასელია, ერთხელ
სკოლიდან მოსულმა მითხრა არსენა მასწავლებელთან ერთად სოციალურ პროექტის გაკეთებას
ვგეგმავთ და მშობლის დახმარება გვჭირდებაო.
არსენა უგრეხელიძე ოყურეშის საჯარო სკოლაში მათემატიკას
ასწავლის, არის ნიჭიერი, აქტიური ახალგაზრდა. მას არა ერთი სასკოლო ღონისძიებასა და
პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. არსენა მასწავლებელმა სწორედ, რომ საჭირო ნაბიჯი
გადადგა იმ ადამიანებისაკენ, რომელთა ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია, რომლებიც ათეულობით
წლებია საწოლს და ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულები.
მე დიდ მადლობას ვუხდი არსენა მასწავლებელს, როგორც
პროექტში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი, რომ ის საგანთან ერთად ჩვენს შვილებს ასწავლის
როგორ უნდა უყვარდეთ ადამიანები, როგორი აქტიურები უნდა იყვნენ ისინი და, რომ ყველანი
ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ.
ამ პროექტმა არა მარტო ჩემს შვილს, არამედ მეც ბევრი
რამ მასწავლა და მეამაყება, რომ მცირედი წვლილი ამ საქმეში მეც შევიტანე.
არასოდეს დამავიწყდება გახარებულ ბენეფიციართა სახეები.
როგორ უნდოდათ ყველაფრის თქმა მოესწროთ; ბედნიერები ბავშვებს უყვებოდნენ როგორები იყვნენ
მაშინ, როცა მათი ტოლები იყვნენ, როგორ უყვარდათ, როგორი იუმორი ჰქონდათ დ.ა.შ.
არსენა მასწავლებელო, დიდი მადლობა შენ, ამ სიხარულის
შემოქმედს, შენ, რომელმაც ეს ერთი დღე გაულამაზე ამ ადამიანებს და სიცოცხლის სურვილი
დაუბრუნე მათ ...
ნანული გოლეთიანი
მარიამ ყურაშვილი
მ ო ს წ ა ვ ლ ი ს რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ჩვენ განვახორციელეთ პროექტი: „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“.
პროექტის მიზანი იყო გაგველამაზებინა ერთი დღე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
დავიწყეთ მუშაობა, დავსახეთ გეგმა, გავესაუბრეთ მოსახლეობას,
გავაცანით ჩვენი მიზნები პროექტთან დაკავშირებით. ასევე მშობლებს, დირექციასა და მასწავლებლებსაც გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები
და ვთხოვეთ თანადგომა პროექტის განხორციელების პროცესში.
ყველა ენთუზიაზმით ჩაერთო, რადგან ჩვენი იდეა ძალიან
სასურველი აღმოჩნდა. დავიყავით ჯგუფებად. ერთმა ნაწილმა სუვენირები შეიძინა, მეორემ-ფინჯნების
მოხატვა და წარწერების გაკეთების ორგანიზება ითავა, ზოგმა ნერგები მოიძია და ჟურნალ-გაზეთები
შეიძინა, გადავიღეთ ფოტოები.
პროექტის განხორციელების დღე არასოდეს დამავიწყდება.
იყო სიხარულით მოგვრილი ცრემლები, მადლიერებით სავსე თვალები, სიტყვებით გადმოცემა
მიჭირს იმ ემოციების. არა მარტო ოჯახები, სოფლის მოსახლეობაც გვლოცავდა და გვეუბნებოდნენ,
რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს შევქმნით.
მათმა დამოკიდებულებამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა,
ამაყი ვიყავი იმით, რომ ადამიანებზე ბედნიერების მინიჭება შევძელით. მადლობა არსენა
მასწავლებელს, რომ ამ პროექტმა ბევრ კარგ რამეზე დამაფიქრა.
მომავალში მინდა თავად დავისახო მიზნად პროექტის დაგეგმვა
და განხორციელება.
მარიამ ყურაშვილი
სურათები სოციალურ ქსელში